ღმერთის სარეველა
ადამიანი სარეველაა, მიწის სხეულში ხმად ამოსული, რომელიც უნდა ამოიძირკვოს! და მე ვიცინი, რადგან ცასაც აქვს ფესვები და ღმერთსაც ეშინია მებაღის. ღამე თავში მიხურდება. ვიღაც ყვირის: ამოიძირკვე! მე კი უფრო ღრმად ვიზრდები ძარღვებში, ბეტონში, შენს წმინდა ეჭვებში. დედამიწა ნერვიული ხელით მთელ კაცობრიობას თიბავს. მე უკანასკნელი სარეველა ვარ. ხვალ, როცა ღმერთი მოვა სათიბით, მე ვეტყვი: — ბატონო, ჯერ თქვენ ამოიძირკვეთ. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი