იდიომის დამსხვრევა


ცას კი არ ეწევა კაცი,
ცა ჩამოდის მასში
და იქვე იკეცება,
როგორც დაღლილი ღმერთის პერანგი.

კაცი კი
ღილებს აძრობს ღმერთს
და ჯიბეში იყრის.

ცა ჩამოგივარდა თავზე
რა სასაცილო სისულელეა.

მე ცა კი არა,
ღმერთი დამეცა თავზე.

და გადარჩა,
როგორც ყოველთვის,
ყველაზე დიდი ტყუილი.

მე კი
ფეხსაცმლით შევდივარ ზეცაში,
რომ ანგელოზებს
კიდევ ერთხელ დავანახო:

ადამიანი
ყველაზე კარგად
როცა ეცემა,
მაშინ დგას.

ხოლო ღმერთი?

ღმერთი, ეტყობა,

ზემოდან უყურებს

და იცინის.

მე ხელს ვუქნევ:

ჩამოდი, შე კაცო,

აქაც იგივე სიცრუეა.

და სწორედ მაშინ

ცა ჩამოინგრა.

არა ტრაგიკულად -

უბრალოდ

საკუთარ იდიომას

გადააწყდა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი