ბადროს ორბიტა


ბადრო გავარდა ხელიდან -

მრგვალი მთვარე,
დაკარგული პლანეტა,
პატარა მზე,
რომელსაც ღმერთმა
სპორტულ მოედანზე გამოსვლა დაავიწყა.

ის ბრუნავდა,
ბრუნავდა,
ბრუნავდა -

და როცა ცას გადაუარა,
გალაქტიკებს თავები
მოაჭრა.

ერთი მოძრაობა -

და ცა დისკოს დაემსგავსა.

ბადრო ბრუნავდა
როგორც გაბრაზებული მზე,
როგორც გაქცეული ღმერთი,
როგორც მთვრალი სიტყვა
გალაქტიკების შუაგულში.

რაც გზაზე შეხვდა -
ყველაფერი ნაპერწკლად აქცია.

მიდიოდა იქამდე,
სადაც ღმერთის საზომი ჯოხიც
აღარ ჰყოფნიდა მანძილს.

და ჰაერში დარჩა მხოლოდ
ერთი უხეში,
ლამაზი ფრაზა:

დაითვალეთ მანძილი -
მე ჯერ არ დამიმთავრებია.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი