ჩვილი
იბადები და პირველად ტყუიან შენთან. გეუბნებიან: აი, ცა. აი, ღმერთი. აი, დედამიწა. აი, სიცოცხლე. აი! ჯერ კიდევ სველი ხარ და უკვე სამყაროს კისერზე კიდიხარ როგორც პატარა, დაუმსახურებელი სიმართლე. მერე იზრდები. გასწავლიან სახელებს საგნებისთვის, რომლებსაც თვითონაც აღარ სჯერათ საკუთარი სახელების. ქარი - მტვრიანი მატყუარაა. წვიმა - ციდან ჩამოსული ჭუჭყიანი ჭორი. ცეცხლი - თავს წმინდად ასაღებს, სანამ რამეს არ შეჭამს. წყალი - ყველაფერს ირეცხავს და მაინც ვერასდროს იბანს თავს. მიწა - გვპირდება, რომ მიგვიღებს, როცა უკვე აღარავინ მოგვიტანს სახლში. ცაც კი გასვრილია. კოსმოსი? შავი ხვრელების დიდი, პომპეზური ნაგავსაყრელია. ღმერთი - თუ საერთოდ ზის სადმე, ალბათ თითებს ითვლის და ჩვენზე იცინის. მე კი, ამ იდიოტმა, ამდენი წელი ვიცხოვრე იმ იმედით, რომ რაღაც მაინც იყო ნამდვილი. რა სასაცილო არსება ვარ. ვიბადები. ვტყუი. ვუყვარვარ. მძულს. ვაშენებ. ვაფუჭებ. ვკოცნი. ვჭამ. ვყიდი საკუთარ სულს და ხურდას ველოდები. ბოლოს ვკვდები. და იმ წამს, როცა ყველაფერი საბოლოოდ ყელში ჩაგვეჭედება, ერთადერთი ნამდვილი ისევ ჩვილი ბავშვია - სველი, შიშველი, უსიტყვო, და ჯერ კიდევ არ იცის, რომ მთელი ეს სამყარო მის დაბადებამდე უკვე კარგად იყო გასვრილი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი