ადამიანი


ვისაუბრებდი ისეთ პოეტთან,
დაფასება ფეხზე რომ ჰკიდია -
როგორც სველი წინდა
ჯოჯოხეთის დერეფანში.

ეტყოდა:
ნუ შემაქებ.
ხმას მიფუჭებ.

და წავიდოდა,
ჯიბეში ჩაყრილი ვარსკვლავებით,
როგორც შეშლილი,
რომელსაც ღმერთიც კი
არ დაუბარებია მოწმედ.

მე კი გავყვებოდი.

არა იმიტომ, რომ პოეტი იყო -
არამედ იმიტომ,
რომ ჯერ კიდევ
ადამიანს ჰგავდა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი