ფეხშიშველი ჯოჯოხეთი


ვარსკვლავები —
სამყაროს ჭრილობებიდან
გაჟონილი მარილი.

ფეხსაცმელებმა მიმატოვეს:
ზედმეტ მიწას ატარებ, —
ამბობდნენ.

ჯოჯოხეთში ღმერთს თავი აკლია,
მის ჩრდილს — არაფერი.

კუთხეში ეშმაკი ზის,
ყველაზე მშვიდი კაცი.

ეშმაკს აცვია დახეული ბილბორდი —
ქალაქის ყველა ცოდვა
მის მხრებზე რეკლამად კიდია.

მე გავდივარ.

ფეხშიშველი.

ეშმაკმა შემომხედა,
გაიღიმა:

— ბოლოს და ბოლოს, ადამიანი.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი