კოლიბრის სტაგნაცია


კოლიბრი ჰაერში გაჩერდა.

ერთი წამით
ცამ საკუთარი სახელი დაკარგა.

ფრთები —
ორი ცოცხალი ელვა,
წამში ოთხასი ჭრილობა.

ის არ მიფრინავს.

ის ადგილზე აფეთქდა.

ჰაერი დაიჭიმა —
დახვრეტილი საათი.

დრო ფრთებს იქნევს.

კოლიბრი — არა.

მისი ნისკარტი
წამს ხვრეტს.

ფრთები
წამებს ფქვავენ.

ქვემოთ
ჩემი ჩრდილი იზრდება.

კოლიბრი —
ცის პატარა პულსი,

საკუთარ დარტყმაში გაიჭედა.

მერე გაფრინდა.

ცამ ვერ მოასწრო.

და დარჩა —

ერთი მოჭრილი წამი
ჰაერში,

ფრთისგან მოწყვეტილი
პატარა მარადისობა.

მე ხელი გავუწოდე.

ვერ დავიჭირე.

იქ, სადაც კოლიბრი იყო,
დრო ჯერ კიდევ ფრთებს იქნევს —

და ღმერთის ჩრდილი
ჩემს ხელისგულზე ცახცახებს.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი