ხვალემ ფეხი მოიტეხა
მომავალს ჩემი არყოფნის ფორმა აქვს. ხვალემ ფეხი მოიტეხა. დილით კარზე დააკაკუნა — ფეხშიშველი იყო. არ შემოვუშვი. მთელი დღე კართან იჯდა და ჩემი ნაბიჯების ზომას საკუთარ მოტეხილობაში ეძებდა. წარსული — მომავლის ჭრილობაა, რომელმაც ჯერ არ იცის, სად სტკივა. საღამოს კარი გავაღე. არავინ. მხოლოდ ერთი ნაკვალევი იატაკზე — ჩემი, რომელიც ჯერ არ გადამედგა. დრო ჩემ წინ ჩაიმუხლა და თასმას მიკრავდა. მე კი პირველად ვიფიქრე: იქნებ ღმერთიც ჩემი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჯერ არ გადამიდგამს. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი