შენთან ვარ, ძმაო


მომწყინდა, ღმერთო, შენს სისადავეში,
ჰოდა, დავეშვი!

დაჟანგული ფრთა მიწას მივაბარე,
ცა კი ზურგს უკან დაიკეტა —
თითქოს არასდროს ვეკუთვნოდი.

ქვემოთ ეშმაკი გულაღმა იწვა,
ჭიპთან ხელები დაეკრიბა
და ღრუბლებს ითვლიდა.

— ღმერთმა გამოგაგდო? — მკითხა.
— არა, თვითონ წამოვედი.

მან დიდხანს მიყურა, მერე ჩაიცინა:
— მეც, ძმაო… მეც. ოღონდ მე გასასვლელი დამავიწყდა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

დაეკრიბა???ეს რა არის?

ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

მე ვკრე-ფ,შენ კრე-ფ,ის კრე-ფ-ს....მე დამეკრიფა ,შენ-დაგეკრიფა,მას-დაეკრი-ფ-ა.მეტი პატივისცემა ქართულ ენას და მის გრამატიკას

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი