∅ — ღმერთის მარცხენა ნეკნი
ღმერთი ნულზე გაიყო — და ორივე მხარეს დემონი აღმოჩნდა. პლატონი სიზმარში დარვინს ჭამდა, ქრომოსომებში ბუდას ეძინა, ქრისტე ჯოჯოხეთს პულსს უსინჯავდა, ფროიდი კი სიკვდილს დედას ეძახდა. მათემატიკამ უსასრულობას სახელი დაარქვა, მაგრამ ვერ ამოხსნა ადამიანის ტკივილი. ტვინში — ნული, გულში — შეცდომა, სისხლში — დიდი აფეთქების ექო. ადამიანი — ღმერთის ნეკნიდან ამოზრდილი თეორია, რომელმაც საკუთარი ჩონჩხით სამყაროს ჰიპოთეზა უარყო. ალაჰი — იაჰვე — ღმერთი: სამი სახელი ერთი დუმილისთვის. სამყარო მუხლებზე დაეცა — მაგრამ ღმერთი ნეკნებს შორის იდგა, სადაც რწმენამ ნულს აკოცა, ნულმა კი — უსასრულობას, და ადამიანმა საკუთარ ჩონჩხში სამივე ღმერთის ჩრდილი აღმოაჩინა: ღმერთის მარცხენა ნეკნი მისი საკუთარი სიცარიელე იყო. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი