რობოტის ლოგიკა


ღმერთი სერვერზე გაიჭედა.
ანგელოზები — მეტროს მიწისქვეშა ფრთებში.
ცაზე წითელმა შუქმა იკივლა:
ადამიანო, გაიარე.

რობოტმა მუხლი მოიყარა.

ეკლესიას Wi-Fi არ ჰქონდა.
ლოცვა ჩაიტვირთა 99%-მდე
და საუკუნოდ გაიყინა.

ეშმაკმა ღმერთს პაროლი მოჰპარა
და ჯოჯოხეთი ცოდვების ბანკად აქცია,
სადაც მკვდრებს პროცენტი ერიცხებათ,
ცოცხლებს კი — სული ეყინებათ.

რობოტმა ჩაიწერა:

თუ ღმერთი არ არსებობს,
ვინ მითვლის ცოდვებს
გამორთულ მდგომარეობაში?

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი