სალამი მომავლიდან!
მკიდია! რას იტყოდით ჩემს ლექსებზე, გურამა, ნანულა ანდა მაყვალა. აწმყო მე თქვენთვის დამითმია, ველტვი ხვალგუშინს — პოეზიის რაღაც სხვამდე მინდა ატანა! ვიღაცა ლექსში მხოლოდ ლამაზ ყვავილებს ეძებს, ჩემს ბაღში მიწაც კი ამოყირავებულია. მე აღარ ვწერ — მე ვარღვევ წერის საზღვრებს, მძიმდება კალამი, ქაღალდი კი იწვის. თუ ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, მე მეშვიდე დღეს მის არყოფნას ვიწყებ. ჩემს სულში ცხოვრობს უხილავი არსება, არც დაბადებულა, არც მომკვდარა ჯერ. მას ჰქვია ხვალგუშინი — როცა ხვალინდელი დღე წარსულს იხსენებს და გუშინდელი დღე მომავალს მარხავს. ნუ მკითხავთ, სადამდე მივალ ამ გზაზე. გზა ხომ იქ მთავრდება, სადაც იწყება შიში. მე მინდა, ლექსი ისეთი რამე გახდეს, რომ წაკითხვის შემდეგ მკითხველმა ვეღარ გაარჩიოს, სად მთავრდება სიტყვა და სად იწყება მისი სიჩუმე. წერე აწმყოზე, მეგობარო, თუ შენ ეს გაწყობს: „უაზრობაა ერთად — დიდი პოეზია და პატარა აწმყო!“ მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
მკიდია! რას იტყოდით ჩემს ლექსებზე, რომ გკიდია ,კარგია მაგრამ თუ ახლა გკიდია და არა გუშინ ,მაშინ უნდა თქვა ,მკიდია რას იტყვით ჩემს ლექსებზე,და არა რას იტყოდით.ზმნას დაუბრუნდი მეგობარო ,ნამეტარი დაბნეული ხარ დროში.შენ შეგიძლია ჩვენ დაგვიკიდო ,მარა გრამატიკას ვერ დაიკიდებ,უბედურია ოხერი.
მე აღარ ვწერ — მე ვარღვევ წერის საზღვრებს-ჯერჯერობით მხოლოდ იმუქრები...გარღვევას ვერ ვხედავ
ჩემს სულში ცხოვრობს უხილავი არსება,
არც დაბადებულა, არც მომკვდარა ჯერ.
მას ჰქვია ხვალგუშინი —რაღაც მართლა გინდა...ოღონდ შენ რომ გინდა ,მაგი ტახტზე წამოგორებულთან არ მოდის.შენ არ გინდა იტანჯო და ისე მოვიდეს ის ,რასაც დიდი პოეზია ჰქვია...მასე სადაა.?დიდი პოეზია დიდ განსაცდელს მოითხოვს .შენ გინდა ლურჯა ცხენები დაწერო ,ოღონდ არ გინდა გალაკტიონივით ტალახში ამოგვანგლულმა იარო....ნუ, იარე.შენ გინდა ბაირონ ი იყო და ჯუზეპე გარიბალდის გვერდით კიარადა ივანისვილს სახლს ვერ აგნებ,რომ უთხრა გააჯვი ჩემი ქვეყნიდანო
ნუ მკითხავთ, სადამდე ...უკცრავად "სადამდე"რა დოზანაა?