ღმერთის ბრმა სეფირა


ჩემში ათი სეფიროტი იწვის — და მაინც, სიბნელეა იქ, სადაც საკუთარი თავი დავკარგე.
 
ღმერთის დუმილი შავი შოფარია — მის უხმო ხმაზე მკვდრების ძვლები იხსენებენ სისხლს, რომლითაც ოდესღაც სიცოცხლე დაიფიცეს.
 
კაბალისტური სინათლის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩემს სისხლში ჩავარდა. ღმერთმა დაინახა სიბნელე, რომლისთვისაც სახელი არ ჰქონდა — და პირველად შეეშინდა იმის, რაც თავად არ შეუქმნია.
 
მაშინ ჩემი სული აინთო — არა ხსნისთვის, არამედ იმის გასაგებად, თუ ვის სიბნელეში იწვა ღმერთი სამყაროს შექმნამდე.
 
როცა უკანასკნელი სეფიროტი ჩაქრა, ჩემს ძარღვებში დარჩა ერთი წითელი ასო. ღმერთმა მისი წაკითხვა სცადა — და სისხლმა უარი თქვა თარგმანზე.
 
მაშინ მივხვდი: მე ღმერთს კი არ ვეძებდი საკუთარ თავში — მე ვიყავი ის ადგილი, სადაც ღმერთმა საკუთარი თავი დაკარგა.
 

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 
2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

იქ ვახსენე ,რომ თქვენი პროზა ძალიან პოეტურიათქო,აი ამას ვგულისხმობდი ზუსტად რაც აქ არის.
მე თუ მკითხავთ ეს ულაპარაკოდ პოეტური ნიმუშია და არა პროზაული..უბრალოდ ცოტა ფორმის მიცემა უნდა ვიზუალური ეფექტისთვის..

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი