აკრძალული ფიზიკა
დრო გაწყდა. სიჩუმე გასკდა. სივრცე საკუთარ თავს მოწყდა. ნული ამოტრიალდა — და სიცარიელემ სამყარო ამოისროლა. მიზეზი დაიშალა. შედეგმა დროს გადააბიჯა. წამმა საკუთარ დაბადებას დაასწრო. გალაქტიკები — სამყაროს უხილავი ნაკერები. ყოფნა სიცარიელეს კერავს, ხოლო ყოველი ვარსკვლავი ამ ნაკერის დროებითი სისხლია. შავი ხვრელები — ჭრილობები სამყაროს კანონებში, სადაც ფიზიკა საკუთარ ანბანს ივიწყებს. ღმერთო, ვინ ჩაგწერა დროში, სანამ დროს სახელი ექნებოდა? მე ერთი სიტყვით სამყარო არსებობიდან ამოვშალე. დასაწყისი უკუღმა ამოქმედდა. შედეგმა მიზეზი შთანთქა. ღმერთმა დაკარგა ავტორი. სიჩუმემ მიპასუხა. პასუხი ღმერთზე ძველი იყო. სამყარო — კითხვაზე ახალგაზრდა. დრო კი — ჯერ არდაბადებული. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი