ცის შუა თითი
ღმერთს ყურში ჩავყვირე — მისი ექო გაგიჟდა. დროს ნეკნი მოვპარე — ახლა საკუთარ თავს ვერ იჭერს. მერე ყელში ვწვდი — წამებმა კბილები დამიტოვეს. ჩემს სისხლში მეტეორები დედის გინებით იზრდებიან. მე წესრიგის უკანონო შვილი ვარ — დაბადებისას სამყაროს ჭიპლარი გადავუჭერი. ნულიც გავანულე! სიცარიელე . . . ეშმაკს ჯოჯოხეთი გადავუცვალე — ახლა ჯიბეში აპოკალიფსის ხურდებს ვაჩხარუნებ. ცა ჩემს დაჭერას ცდილობს. მაგრამ მე ხომ ცის გარეთ არასოდეს დავბადებულვარ. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი