ღმერთო, შენც გშია?
ერთ ღამეს ეშმაკმა ტაძრის გუმბათზე რესტორანი გახსნა. მენიუში ეწერა: სასწაული — 30 ლარი; ხსნა — 60; სამოთხე — ფასდაკლებით. ზეცას ფასები დაედო, ჯოჯოხეთს — დღგ. ქრისტე ჩუმად შევიდა. ვერავინ იცნო. მშიერი იყო. პური ითხოვა. ვაჭარმა ჯვარზე მიუთითა: — ჯერ შესაწირი, მერე პური. კუთხეში ერთი ბავშვი იჯდა. თავისი უკანასკნელი პურის ნატეხი ქრისტეს გაუწოდა და ჰკითხა: — ღმერთო, შენც გშია? ქრისტემ პური გამოართვა. ატირდა. იმ ღამეს ჯოჯოხეთში ყველა ქვაბი ადუღდა, მაგრამ ვერც ერთი დემონი დანაყრდა. რადგან ერთი ბავშვი აღმოჩნდა, რომელსაც ღმერთისთვის პურის გაყოფა შეეძლო. დილით ეშმაკმა რესტორანი დაკეტა. კლიენტები აღარ ჰყავდა. ტაძრის გუმბათზე კი ჯვარი იდგა — შიმშილისგან ჩამომხმარი კაცობრიობის თავზე. ღმერთი იქ იპოვეს, სადაც უკანასკნელი პური გაიყო. იმ ღამეს ღმერთმა პური შეჭამა. კაცობრიობა კი ისევ მშიერი დარჩა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი