ღმერთის უკანასკნელი ვერტიკალი
იმ ღამეს ცამ შარვალი გაიხადა და ჯოჯოხეთს ჩააცვა. შვიდი პირამიდა სისხლს შარდავდა, თეთრი ყვავები კი მიცვალებულთა სახელებს კენკავდნენ. ანგელოზები ცოდვით წყვილდებოდნენ მიტოვებულ სამოთხეში. მათი ოფლი ვარსკვლავებს აჩენდა, მათი კოცნა — დემონებს. ჯოჯოხეთს ქუსლებზე ეცვა ცა. ქრისტე ჩავიდა კუბოში მწოლიარე ეშმაკთან, ხელი მოჰკიდა და მოაბრუნა. — შეხედე, ეს ჩვენი ქმნილებაა. მათ დაინახეს კაცობრიობა: ადამიანები, რომლებიც ღმერთებს კლავდნენ, რათა საკუთარი სისასტიკისთვის თავისუფლება დაერქმიათ. ეშმაკმა იტირა. ქრისტემ გაიცინა. პირველად ვერ გაარჩიეს ერთმანეთის ცრემლი. მათ ზემოთ ხორცის მზე ამოვიდა — უზარმაზარი, დასისხლიანებული გული, რომელსაც დედამიწა ეკიდა, როგორც აბორტირებული ბავშვი. — რომელია ჩვენგან დამნაშავე? — იკითხა ეშმაკმა. ქრისტემ უპასუხა: — ისინი უკვე აღარ არიან ადამიანები. მაშინ ორივემ ზურგი აქცია სამყაროს. მაგრამ კაცობრიობამ მათი ჩრდილებიც გაყიდა. მეორე დილით ღმერთი მკვდარი იპოვეს. ჯიბეში ორი ბილეთი ედო — ერთი სამოთხისკენ, მეორე ჯოჯოხეთისკენ. ორივეზე ერთი და იგივე ეწერა: რეისი გაუქმებულია. მგზავრი ადამიანია. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი