საქართველო და ანგელოზები
საქართველოში ანგელოზები ფრთებს კი არ შლიან — აქ ცა იმდენჯერ ჩამოვარდა, რომ ფრენა ცოდვად იქცა. ღმერთმა საქართველო შექმნა, მაგრამ მისი დასრულება ვერ გაბედა — უკანასკნელი შტრიხი სისხლში ჩააწო და ანგელოზებს დაუმალა. აქ მკვდრებსაც კი სამშობლოს სუნი ასდით. ამიტომ ანგელოზები საფლავებთან მუხლმოყრილნი ელოდებიან, როდის აპატიებს მიწა ზეცას. ერთხელ ანგელოზმა ქართველი კაცის ცრემლი დალია და მას შემდეგ უკვდავება აღარ უნდა — მარადისობაც კი ვერ უძლებს ამ გემოს. და თუ ოდესმე საქართველო მოკვდება, ნუ დამარხავთ — ანგელოზებს ფრთები მოაჭერით, ზეცა ჩამოიღეთ და ნახავთ: სამშობლო ღმერთის გულში სისხლად ფეთქავს. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი