ჩემი მუდმივი წუხილი
მზეც ხომ იწვის, მაგრამ მაინც ანათებს. იქნებ სამყაროს უკანასკნელი ირონია სწორედ ეს არის: სინათლესაც საკუთარი ჭრილობიდან უწევს ნათება. და იქნებ ღმერთი სწორედ ის ჩრდილია, რომელსაც მზე საკუთარ სიკვდილში ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს — რადგან ერთხელაც რომ იპოვოს, სამყაროს მოუწევს აღიარება, რომ მთელი ეს უსასრულობა ერთი გაუგებრობის სიზმარი ყოფილა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი