მაინც რა არის პოეზია?
პოეზია ის სისხლია, რომელსაც სხეული ვეღარ იტევს და სიტყვებად ღვრიან. ის ტკივილია, რომელმაც სიკვდილსაც კი არ დაუთმო ბოლო სიტყვა. პოეზია არ იწერება — ადამიანი იწირება მასში. და როცა უკანასკნელი სიტყვაც დადუმდება, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი პოეზია — იქ, სადაც სულს ჯერ კიდევ სტკივა, მაგრამ ენას უკვე აღარ ჰყოფნის სამყაროს ასახსნელად. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი