მიწის სიმაღლე
ჯანდაბას ზეცა, მიწაში მინდა! იქ, სადაც ფესვები ცას უკუღმა ზრდიან, სადაც ჩემი დუმილი ქვებს გამოაღვიძებს და საუკუნეები ჩემს სუნთქვას დაელოდებიან. მე მიწაში მინდა! მაგრამ არა როგორც მკვდარს, არამედ როგორც თესლს, რომელსაც გაზაფხული არ სჭირდება. რადგან ზოგჯერ ზეცამდე ასასვლელად საკუთარ თავში უნდა ჩაიმარხო. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)