გამოუცხოვრებელი
ადამიანი საკუთარ თავს ვერასოდეს შეიცნობს ბოლომდე. ყოველი პასუხი მასში ახალ უცნობს ბადებს. ამიტომ ძიების შეწყვეტა საკუთარი არსებობის ღალატია. შეიძლება მთელი ცხოვრება იარსებო და სიცოცხლეს ერთხელაც ვერ შეხვდე. იქნებ თავიდანვე მკვდრები ვიბადებით: რადგან არსებობას სიცოცხლედ ვასაღებთ. საფლავში კი მხოლოდ ჩვენ არ მივდივართ; მიგვაქვს ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლებოდა ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ გავბედეთ. იქნებ საფლავში პირველად კი არ ვწვებით, არამედ იქ ვბრუნდებით, სადაც მთელი ცხოვრება ვიწექით; საკუთარი გამოუცხოვრებელი სიცოცხლის ქვეშ. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)