ღვთის სიჩუმის შეუქმნელი ენა
ლოცვა ცისკენ გაწვდილი ხმა კი არ არის, არამედ სულის უხილავი გეომეტრია, რომლითაც უფალი დაცემულ წერტილებს ზეციურ წრედ გარდაქმნის. ზოგჯერ ღმერთი პასუხს არ გვაძლევს, რადგან პასუხის ნაცვლად ჩვენს სულში ისეთ სიჩუმეს აღმართავს, რომელსაც ვერც ჯოჯოხეთის ხმაური გაბზარავს და ვერც ადამიანური დიდების ქარი გადახრის. როცა ადამიანი ამ სიღრმეს მიაღწევს, იგი ღმერთს კი აღარ ეძებს მხოლოდ; საკუთარ არსებობაში აღმოაჩენს იმ ადგილს, სადაც ღმერთი არასოდეს ყოფილა შორს. მიხეილ ჭიჭჯნაძე (მიქაელი) 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)