ღმერთო, მოჰხედე ივრის სანახებს
რა ხშირი იყო უწინ მეჯლისი, სიტყვის რონინი - სულთა ირაო, ჩამოსცვენიათ ფიქრებს ფოთლები, სიღრმეს აწ მხოლოდ წამით ვქირაობთ. კბილმოტეხილი ციხე ხერთვისის, ფაფარაშლილი, მძლავრი მტევნებით, ეშხი ჭაბუკურ გამოდევნების, აზრი ბალღური რომ არ ევნები. შუღლი შორეულ ბოროტ ენების და დამდუღრული გული აშუღის, დაობლებული აბჯარი თუღის, სიმბოლო ქართლის ერთიანობის. მოლაღური, ყრმა მზისა და მთვარისა, მშობლის სხივში ძველებურად ილაღებს, კვლავ იღვიძებს რწმენა მომავალისა, ცეცხლის ალი მოსდებიათ ჩირაღდნებს. ღმერთო, მოჰხედე ივრის სანახებს, ჭირი გვარიდე, ლხინი გვანახე! 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი