აღსდექ საქართველო
წამები წამებით იკვლევენ გზა და კვალს, მეწამულ ზღვასავით ნაწამებ თვალებში, წიწამურს მავიწყებ, წინამძღვარს მიგინებ, წამებულ სამშობლოს წაკალავ წალებით. წარმავალ საწუთროს წარმოთქვამ ედემად, წაკიდებ მოწამეს შენსავით ურწმუნოს, წიხლს წაკრავ წინაპართ სალოცავ საძვალეს და ქრისტეს ნაცვლად ლუციფერს ფიცულობ! წარსულის დიდება დაფლულა წიაღში, წამხდარა ერი, ერთ დროს სასახელო, პილატეს გაუკრავს ჯვარზე იბერია, აღსდექ, საქართველო! აღსდექ, საქართველო! 2011
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი