***


ცის კარებზე ვარდისფერი დაისი, 
ცისკარია, როგორც ლურჯი მაისი, 
მთის გორაკზე მოკიაფე სინათლე, 
კენტი, როგორც მარტოსული სიმართლე. 
უზენაეს იდეალთა ხატებას, 
გზნების ცეცხლი როდის შეემატება, 
ალისფერი გაზაფხულის მაოცებს, 
მზე რომ მთვარეს დაუკოცნის ნაოჭებს. 
ვხედავ დედას შეუმშრალი ცრემლებით, 
სამი ბურჯი შეურყიეს შენობას, 
ვბედავ თქმას და წერას ცოდვილ ხელებით, 
რომ სირობა ურჩევნიათ სერობას. 
ცის კარებზე დანისლული აისი, 
ცისკარია — სისხლიანი დაისი, 
ზღვის კალთებზე მოელვარე სინათლე, 
ღელავს, როგორც მარტოსული სიმართლე...
                                                                                              
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი