მოსაწვევი


წავიდეთ ერთად, სადაც მზეა, სადაც დარია. 

აღარაფერი აღარ მიკვირს, არც მიხარია. 

წავიდეთ სხვაგან, სხვა სოფელი, სხვა მთვარე ვნახოთ 

და ოცნებები (თითო-თითოდ) თოვლში ჩავმარხოთ.

წამოდი სხვაგან, წავიდეთ ერთად, სანამ გვცალია;

დავტოვოთ მიწა, სად არასდროს გაგვიხარია. 

წამოდი, ერთად წავიდეთ 

ღმერთთან...

მშობლიურ სახლში დავბრუნდე მინდა, 

სადაც არც ქარი, არც ავდარია.

ამოდი ჩემთან 

და სანამ წავალთ, 

კარგი იქნება, თითო დავლიოთ, 

გზა დამილოცე, გზას დაგილოცავ 

და ერთად შევხვდეთ ცისფერ ალიონს.

...მერე წავიდეთ, სამუდამოდ დავტოვოთ მიწა -

„უთვალავ ფერით" მოხატული მუქი პალიტრა...
                                                                                               

2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი