***
დახუნძლულია გონება ფიქრით, როგორც ვაშლის ხე მწვანე ნაყოფით, ჩვენ გასაყოფი რა გვქონდა, ნეტავ, მაგრამ ადგილი არ გვაქვს სამყოფი. სამ ყულფში მხოლოდ ერთი თავია, ადამიანი ღმერთის თვალებით, საოცარი და დასანანია, სიკვდილის შემდეგ რომ ეწამები. გადიან წლები როგორც დღეები, გადის დღეები ტანჯვით, წვალებით, სულში ჩაკლული ღმერთის ამარა, ვრჩებით ამსოფლის მაწანწალები. გაჟღენთილია პლანეტა სისხლით, ტალღები თრთიან როგორც პეპლები, მე უშენობა ჩემსავით მიმძიმს, დავკარგე ზეცა, მაგრამ ვერ ვხვდები... 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი