ქალის თვალებში წაკითხული
შენი სახე ახლა ისე ნეტარია, როგორც მზის ჩასვლის წინ მთვარის მეტანია. წახვალ და ხელიდან ვიცი გამეცლები, ცრემლით დასველდება ჩვენი სარეცელი. თვალებგახელილი ისე ავტირდები, თითქოს ერთად ყოფნას დიდხანს ვაპირებდით. წრფეზე ზამთარია, გულში თოვლი არის, რადგან გაზაფხული უკვე მოვიარეთ. შენი სახე ახლა ისე ნეტარია, როგორც მზის ჩასვლის წინ მთვარის მეტანია... 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი