სულელი სული


სული სულელი სასუფევლის იმედად რჩება, 

როდესაც ხორცი ავხორცობის სიამით ტკბება.

ყველა იმედი გადარჩენის სავსებით კვდება, 

ქრება ოცნება და შავ-თეთრი სამყარო რჩება. 

განა წამები, წუთებია და წინ საათებს,

დაფლეთილ გულში განაწამებ სევდას დაატევს. 

შენი ტკივილის შენ არ გესმის, სხვა რას გაიგებს, 

წარსულის ლანდი სასულეში ბინას დაიდებს. 

მიჰყვები ბილიკს წუთისოფლის და ამ საწუთროს, 

გზებზე შემხვედრი უგულობა ისე გაწუხებს, 

გინდა იყვირო, დააღწიო თავი მარწუხებს, 

მიჰყვები ბილიკს წუთისოფლის და ამ საწუთროს 

შეცვლის იმედი, ფერმკრთალდება, თანდათან ქრება, 

ქრება ოცნება და შავ-თეთრი სამყარო რჩება.

როდესაც ხორცი ავხორცობის სიამით ტკბება, 

სულელი სული სასუფევლის იმედად რჩება...

                                                                                           
2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი