Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_invskpbf4uhc4dmoov5imfr94i, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დამშვიდობება - მიხეილ ქოპილაშვილი | პოეზია

დამშვიდობება


ვშორდები ისე მალე ქვეყანას, 
რომ ბევრი რამე მრჩება სათქმელი, 
ვერ შევასრულე ჩემი მისია
და ვერ აღვანთე წმიდა სანთელი. 
ვშორდები, შორით ჩანს ბეწვის ხიდი, 
ვტოვებ სამშობლოს, ჩემს ლამაზ მხარეს, 
ვიღაც მეძახის:
— რას დგახარ, მიდი! 
მე კი ვპასუხობ:
— ეჰ, დავიღალე...
ვშორდები მზის შუქს და არემარეს,
ჩემი მეგზური იქნება ღამე, 
შევყურებ ზეცას, შევყურებ მთვარეს, 
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს...
                                                                                               
2009

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი