არაონი ორიონს


აი, ჩემი არაონი ორიონს... 
ლურჯ ტალღებზე ჩუმი ქარი რონინებს;
საგულეში მეუფება წყვდიადის, 
გულს მოგიკლავს, სულს არ მოგათქმევინებს.
სვეტად ადგას მზის სხივები სასულეს... 
სულო, სევდით ასე რატომ აივსე?! 
საზიარო ზმანებათა ლანდების, 
კაეშანი რატომ გაითავისე?! 
აკლდამებში დასვენებულ აკვნებში, 
სულო, სულის სიმახინჯე დამალე, 
საზღაპრეთში გადაკარგულ ოცნებებს, 
მწვანე ცრემლით ათრთოლებულ ტრამალებს, დაედევნე, სულო, იქნებ ეწიო, 
გალოთებულ ნამარტალში სიმშვიდეს, 
დამსხვრეული ფრთებით გადახვეწილო, 
დაუცველო, როგორც ბავშვის სიშიშვლე. 
...აჰა, ჩემი არაონი ორიონს... 
შენს აკვანში ჩემი სული რონინებს...
                                                                                                                          
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი