***
დღეთა უჩვეულო ნაყოფია, სული ამ ბილიკზე ნამყოფია, ცრემლი ყველასათვის სამყოფია. სადღაც გაჩორკნილი აკოფია; ხორცს რომ გააციებს ცხელი ტყვია, იტყვის ჯარისკაცი გაკაფულში: ამას ვენაცვალე, რა თოფია! დარდი არ მოუშვა სათოფეზე, თორემ თავი ყულფში გამყოფია. ბედი ორ ნახევრად დამყოფია, სული ამ ბილიკზეც ნამყოფია. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი