ოდა ბუნებას


მზეს ცისფერი კანი აქვს და ზღვისფერი თვალები, 

ყველას უძღვნის სინათლეს, წყვდიადს არ ემალება. 

მზე არ უყვარს ალუკარდს, მაგრამ ვერ ძლებს გარეშეც 

და სანუკვარ ზმანებას ეძალება მალიმალ.

ზღვა პასუხობს სიუნჯით, ქვებით ანუ მალებით,

როს მის ნატიფ დალალებს სხივი დაევანება;

გულმაგარი გურამი მოილოცავს ალავერდს 

და დაამსხვრევს წარმართულ ღვთაებათა ხატებას! 

როცა ყველა შეხება გულზე მეხად გატყდება, 

დროა ძარღვში აღტკინდეს, სისხლი შენი ტყიური. 

დაკოდილი აკორდი, რითმავ ჩემო, აგორდი! 

მიწის ყველა მარცვალი კავშირშია ღვთიურთან... 

ძლებს თავნება სილურჯე, როგორც კლდის ნაყვრიმალი 

და ყვარელში უმღერის სიო ყვავილს ნანინას, 

არ სრულდება აროდეს, დღის და ღამის რომანი, 

მზემ ბადრ მთვარეს უმანკო სახე დააბანინა!


2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი