შენ უკეთ იცი


მიწამ ვერ მოგვცა მარდუქი,
ალბათ, წარღვნაა მანდ უკვე.
შენ მეტად იცი, სად უკეთ, 
აყვავილდება ბამბუკი.
ვიცი არ გველის ქარბუქი,
ერთად მოვედით მანდ, თუკი.
და მაინც მავანს რად უკვირს,
სად, კაცი ზეცას არ უკმევს,
რომ უკრავს ქვეყნად არ ბუკი.
შენ მეტად იცი, სად უკეთ,
აყვავილდება ბამბუკი...

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი