საქართველოს უგვირგვინო მეფე


ხარხარებდა უშნოდ ეშმა, ოდეს გვძლია ლეშმა, 

გიხაროდეს! გიხაროდეს! - მსახურთა ხმა ესმა.

შავად იყო ჩვენი საქმე, ქარი ქროდა ავი.

და არავის აღარ ჰქონდა შებრძოლების თავი.

მტერი რწმენას ამიწებდა და ყვარელის ბოლოს,

დაიბადა ერთი გმირი, კაცობის სიმბოლო. 

საქმე კალმით წამოიწყო, თერგი მუჭით შესვა, 

სხვა იმედი საქართველოს, იმ დროს, აღარ ესვა. 

დაინახეს ღვთის შვილებმა და მოეცათ ძალა, 

მომხვდურს საქმე გაუხადეს იწროდ და ვალალად.

სიტყვა სივრცეს ითვისებდა, ვრცელდებოდა ერში, 

მრისხანება მძვინვარებდა სისხლის მწოველ მწერში. 

ის კი, საქმეს განაგრძობდა, აარსებდა სკოლებს, 

ადგილ-მამულს არ უთმობდა, უბატონოდ, მსტოვრებს. 

სიტყვა სარკედ იქცეოდა, შესაგონრად კაცთა, 

ათას ხმათა დაყრა უწყეს კაცთმოძულე ვაცთა. 

ზოგმა ისიც დაიჯერა, რომ მიცემა წყლისა, 

არ სწყუროდა, ვინც სამშობლოს თვისი სისხლი მისცა.

მზე ტიროდა წიწამურში, ქარი ქროდა ავად,

გოლიათთან იჩოქებდნენ ქვათა მოსართავად. 

ნაყოფი კი, ხორბლის მარცვლის, იზრდებოდა ზავთად, 

გიხაროდეს! გიხაროდეს! - გამომხსნელო კაცთა.


2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი