მეგობრობა
აქ ის არის, რასაც ასე ელოდი, ნაქისარი იმედების, ბრძოლების, აქ ისარი დაიმსხვრევა ლოდივით, რაქის არის ეს საღამო ბოლომდე. დარგი ყოფის ვერგზით გაიზეპირე, დარგე გულში აპათიის ნერგები. აიბარგე მთიდან ერთი პირობა, ჩარგე თავი, გაწყდებოდა ნერვები. არ მოსჩანდა გზაზე სხივი ნათელი, გამოცანად დაგრჩა ფიქრი ნათალი. გამოსცალე ძალა იონათამის, არ დაგცალდა აელვება სანთელის. ვავსებთ ჭიქებს, შენ თურქი, მე ქართველი, ნავსი ტყდება, ქრება ღამე - ბართლომე, ხავსი ჩნდება, ხდება გული მმართველი, ნავში ღვინოს გაგასინჯებ, მადროვე!.. და თუ ხვალე, გამო ტაო კლარჯეთის, მიითვალე ჩემი მზერა პირისპირ, მოიცილე ეს სიტყვები, მარჯვენით, მოიცალე სამუდამო ძილისთვის! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი