Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ppdoqkb8mpqsurv934lpbeqb4i, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ოფელიას - მიხეილ ქოპილაშვილი | პოეზია

ოფელიას


- ღვინო რწმენით ნაფერია,
ყველა წვეთი გეფერება.
შეიფერე.

- გული გადასხვაფერდა, 
სიხარული დაბერდა...

- ფერდობები სხვა ფერის,
ცები გადანაფრენი,
შეიფარე.

ღამეული ფიქრები ცოცხლდებიან, მოგელიან,
ლურჯ წლების დავიწყება, რა ძნელია, ოფელია!..
 
გარწმუნებ გამძაფრებით:
თუ არ დაიზაფრები,
სურნელება შაფრანის
მიგაცილებს აფრამდე.
სულს მიანდე სხეული,
მრავალ ტანჯვით სნეული,
და მშობელი ღვთის ხელი
ისევ მოგეფერება!

ვაჰ... რომ არ გეჯერება, დახვალ სოფლად, ეული...

გტანჯავს: შენი სიშორე, 
მოზღვავება ვნებათა,
წუთისოფლის სიშმორე, 
მარტოობის ნებართვა,
ჯანღი გაუთეველი, 
სიტყვა დაუტეველი,
მიწა დაუთოველი, 
გულისცემა ყოველი...
                                                                      
2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი