* * *


სილამაზე ჭკნება ადამიანის,
ნაჭრილობევს მითხარ ვინ დაგვიამებს?!
ჩვენს შეცდომებს რატომ არ ვაღიარებთ...
სევდა აკრთობთ ღვიარებს და ლიანებს.
დრო გავიდა, მოვწყდით აზრით ლევიანნს,
,,ნამქერი კვლავ შესევია ლევიანს".
ოღონდ, ფიქრის, ყვავილების კი არა,
მიჰქრის წუთი, გახსნილია იარა.
და მღერიან ისევ უღმრთო სიმღერებს,
და გელიან, როგორც უღვთოს კერპები.
გრჩება ბღუჯა, ერთი ღერი კი არა, 
დალეწილი იმედების ტერფები.
შენ წინ, ღამე ისევ აილეწება,
გაგაწამებს ბალახიც და ფიწალიც,
დრო გავიდა, მოვწყდით აზრით ლევიანნს,
ვერც სამშობლო, ვეღარც ღმერთი ვიწამეთ...
                                                                                                                           
2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი