არ იდარდო, იდალგო
შენი ბედი შენვე უნდა განკარგო, რწმენის სხივი არასოდეს დაკარგო. მადლი იყოს საზღაური და სარგო. შეეცადე ხის ფესვი არ გადარგო, შენს სამშობლოს გამოადგე და არგო, სხვა მიწაზე რომ არ გადაიკარგო. თუ გულს გატკენს ბედი დაუნდობელი, გადაგექცა თუკი მტრად ახლობელი, არ ჩაგიქრეს სხივი მანათობელი, იმედის და სიხარულის მშობელი, წინაპართა ძალის გამომხმობელი, დვრიტა სულის, ციხე დაუმხობელი! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი