მეგობარ პოეტებს
გადაგიყოლებთ უნებისყოფობა, კეთილი გული დაგრჩებათ ოხრად, ლექსის ქსელს ართავთ, როგორც ობობა და შიგ გაბმული მკითხველი ოხრავს. შენ შეგიყვარდა კენტი ტაეპი, მას კი უყვარდა სიტყვა ჰაფეზის, ვერცერთი ასცდით წუმპეს ცხოვრების და მიათრევდით სულებს დაკეპილს. ქუჩაში ისევ გელოდათ ღამე, გაფითრებული, როგორც აფთარი, გადატკეპნილი რუხი ასფალტი, სიკვდილი, გლოვა და კელაპტარი. შენ შეგიყვარდა კენტი ტაეპი, მას კი უყვარდა სიტყვა ჰაფეზის, სიცოცხლე – ზღვაში ბოლო ნაფაზი, და ალკოჰოლი, როგორც კოპტონი... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი