* * *
გულს ვეღარ ვუდებ ვერაფერს, უფალო, გეტყვი სიმართლეს, ვიცი განაგებ ყველაფერს, სულს ნუ მომიკლებ სინათლეს. ისმინე ჩემი ვედრება, დაჭრილი გულის ძახილი, ბაგეს არ დამცდეს ყვედრება - ცხოვრების გამოძახილი. მშურს სისუფთავე სულისა, ჩემი ძმისა და მოყვასის, ისმინე დაკარგულისა, ცხოვრის გოდება-მოთქმანი. არ ვიტყობ ტკივილს სახეზე, სულზე მატყვია იარა, არაფერს ვამბობ მახეზე, ბედმა რომ გამიზიარა. ომში არ თვლიან ნატყვიარს, ან თუ დათვალეს, ვის ახსოვს, დაჭრილ ჯარისკაცს რა ჰქვია, რა უხარია, რას დარდობს... უფალო, გეტყვი სიმართლეს, სულს ნუ მომიკლებ სინათლეს, ისმინე ჩემი ვედრება, ბაგეს არ დამცდეს ყვედრება. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი