* * *


რამდენი ბავშვი დადის მშიერი,
წამლის ფულს ითხოვს სანამ ხნიერი,
ფიტული გულით, მკაცრი იერით,  
ამა ქვეყანას დაძრწის ძლიერი.

როდის მიხვდება ყოველი ერი,
ხორცი და სისხლი, სულისმიერი,
რომ ერთარსია, ღმერთისმიერი,
დასაწყისი და დასალიერი?!

როდის დადგება დღე ღვთისნიერი,
როცა სიყვარულს ლომი და მწერი,
ყოველი ასო, ყოველი ღერი, 
შეასხამს ხოტბას ძველი სიმღერით...

თუ არ გამოდგა კვლავ ამიერი,
წუთი და წამი ნაყოფიერი,
ვიქეცით მსხვერპლად ძალისმიერი
ვნებათაღელვის, ჟამისმიერის,
თუკი, არ გვესმა ხმა მიღმიერის,
გულქვამ დაჩაგრა კვლავ ლმობიერი,
თუ გავასხვისეთ მიწა წილხვედრი,
ვერ შევიშნოვეთ სამოთხის ხვედრი,
არ გვეყო ძალა შიშთან შეხვედრის
და აღვასრულეთ განზრახვა მტერის,
მაშ, თვით სიცოცხლეც აღარ შეგვშვენის!

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი