დარიალის ხეობა
ყაზბეგი - ლურჯი სამოთხე, გერგეტი - თაფლის სანთელი, გულიდან სევდას ამოთხრის, თქვენი თვალების ნათელი. თუ მოიშორე სიშორით, ტკივილი როგორც სიშმორე, ამის მეტს რაღას იშოვი, ამის მეტს რაღას ინდომებ! სურნელი თავისუფლების, სულისკვეთება გმირული, სიკეთე თავგანწირული და არწივების ყივილი... მთა, დახუნძლული ფანტელით, ოცნების კორიანტელი, ყაზბეგი - ლურჯი სამოთხე, გერგეტი - თაფლის სანთელი! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი