ყველა ტკივილს აღგვის დრო


ფიქრის თვეა აგვისტო,
ყოველ ტკივილს აღგვის დრო.
ოცნებების მყიფე ცა, 
ჩამოდნა და დანაცრდა.
ბევრი წყალი დაიქცა,
ბევრი ცეცხლი მინავლდა,
სად გარბიხარ, დაიცა!..
ბედმა როგორ გაგვისწრო...

თვალი როგორ გაგვირთო,
წვიმის ცეკვამ მინასთან...
მტერმა აღარ დაგვინდო,
კავკასიძის ბინასთან. 
იწვის, ქვრება სანთელი,
კედლებს ფარავს ტალღები,
დაკარგული ნათელი,
ღამეები ნათევი...

მრავალ ბრძოლაგადახდილს,
ტკივილებით გადაღლილს,
ზეცა ღრუბლებს გადაჰყრის
ჩემს სამშობლოს გადაღმით!


2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი