მახსოვს
მუხიანიდან, თბილისის ზღვამდე, ნაგოგმანები ცხელი საზამთრო, ზღვის პირას ქვები, ლუწი და კენტი, მოკლე ბილიკი გვქონდა სახლამდე! გამოზამთრებას უკლია ბევრი, მახსოვს, ლურჯმა ცამ როგორ დაგვათრო, ბევრი სხვაც მახსოვს და ცოტა მეტიც, რა საჭიროა სიტყვები მჭევრი... რატომ ვერ ხარობს ყველა თავთავი, ბოღმა და ღვარძლი რატომ ღვივდება?! გიხსენებ, მტკივა, გული სივდება, სევდით ივსება გზათა დავთარი. წუთი წუთს მისდევს და წლიდან წლამდე, ერთმანეთს ერწყმის რვა და ცამეტი, ბევრი სხვაც მახსოვს და ცოტა მეტიც... ლოცვით გაცილებ, ძმაო, სახლამდე! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი