* * *


რაში გჭირდება მკითხავი,
რომ იგრძნო ცეცხლის თარეში,
ვის უცხოვრია მითხარი
განსაცდელების გარეშე?!
ან რაღად გინდა მიზეზი,
გარდა ღირსების შეგნების,
რომ აღარ იწვე მიწაზე, 
რომ გადიფრინო ზეგნები!
ჩვენ რას გავუგებთ მოირას,
თვალებს გვჭრის მკრთალი ხაზები,
ხვალე ხვალისას მოიტანს,
ყვავილებით და ვაზნებით.
ნუ ურისხდები შენს წარსულს,
აწმყომდე მოსულს სხვა გზებით,
ნუ უმკაცრდები სიყვარულს, 
სიძულვილს ნუ უნაზდები!

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი