* * *


ყველაფერი თავის დროზე მოვა:
გაზაფხულის ცრემლებიც და თოვაც.
რამდენ ნაღველს იტევს გული, რამდენს...
რა გამოლევს ქვეყნად ცოდვის ჩამდენს. 

ცოცხლობს ცოდვა, სანამ ცოცხლობს კაცი,
მხდალი არის იგი თუ მამაცი.
მაგრამ მყოფობს მასთან ერთად მადლიც,
ხან თვალნათლივ, ხანაც დადის ჩადრით;
საკუთარ თავს არვის არ ამადლის,
განქარვება შეუძლია დარდის. 

რწმენის გარეთ არ არსებობს შველა, 
უიმედოდ იკარგება ყველა.
ყველაფერი თავის დროზე მოვა:
სიხარულის ცრემლებიც და გლოვაც.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი