წაწალი წაწალს


ახლაც მახელებს შენი სახელი,
მარადი ვნების გამომსახველი.
უნდა შევმუსრო მტერი მახვილით!

მწყურიხარ შეგსვა, როგორც ბადაგი,
საბაბო ჩემი სულის დადაგვის.
მსურს გაგიშალო ფერხთით ფარდაგი...

და თუ ცხოვრებამ ცოტა მადროვა,
თუ წამით შეწყდა თქეში და თოვა,
მე შენთან მოვალ! 

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი