სინათლის წყარო


ქუჩიდან ხმაური მოდის,
ვიღაცა ვიღაცას უყეფს.
ვიცოდე, ნეტავი როდის,
მოგვხსნიან თავიდან ყულფებს.

მე თითქოს წარსულში დამრჩა, 
ტკივილი, დარდი და ცრემლი. 
როდესაც საშველი არ ჩანს, 
იმედის ნატეხი მშველის. 

ვიღიმი, ვფიქრობ და ვნატრობ, 
უკეთეს ხვალინდელს ველი.
მე შენი სიტყვებიც მახსოვს, 
უხეში, ცივი და სველი. 

როდესაც საშველი არ ჩანს, 
სულ, რაღაც უხილავ ძაფით, 
ირთვება რაც გულში დაგვრჩა, 
სილაღით, მზითა და დაფნით. 

შენ ისევ ფიქრი გაქვს ხვალის, 
გულს გიღრღნის ფრთიანი ეჭვი.
გაღონებს გონება ქალის, 
დუღილი აზრების მაჭრის. 

მწამს, ჩემო, წარსულში დარჩა, 
ტკივილი, დარდი და ცრემლი.
როდესაც საშველი არ ჩანს, 
მე შენი თვალები მშველის...


2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი